საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბის მსოფლიო თასი, ფიჯის მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

„2019 წლის მარცხის გამო შურისძიებას ეცდებიან“ - ფიჯელთა მედია საქართველოზე

ორ დღეში, საფრანგეთში სტარტს აიღებს რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიც მიიღებს.

„ბორჯღალოსნები“ პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. „კენგურუების“ გარდა, ქართველი მორაგბეები პორტუგალიის, ფიჯისა და უელსის ნაკრებებს შეხვდებიან.

მოახლოებულ ტურნირს მაღალი ამბიციებით ხვდებიან ფიჯელებიც. ფიჯელთა ერთ-ერთი სააგენტო, Fiji Village-ი საქართველოს ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათი კონკურენტები მსოფლიო თასზე სამი შეხვედრის მოგებას გეგმავენ, ერთ-ერთს კი სწორედ მათი საყვარელი ნაკრების წინააღმდეგ.

რა წერია სტატიაში:

საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ მსოფლიო თასზე რთული მეტოქეები ჰყავთ, დიდი იმედი აქვთ, რომ 3 თამაშში გამარჯვებას და მეოთხედფინალში გამარჯვებას შეძლებენ. მაისაშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად, გუნდი მსოფლიო თასს ფორმის პიკში ხვდება.

ქართველი მორაგბე, თედო აბჟანდაძე კი ამბობს, რომ პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ გუნდად იქცა და უკანახაზში თამაში საგრძნობლად გააუმჯობესა. ავსტრალიას კი სწრაფი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ფიზიკურადაც ძლიერები არიან. აბჟანდაძე უელსის ნაკრებსაც აქებს და ამბობს რომ მაღალ ბურთებზე კარგად თამაშობენ. ფიჯიზე კი იძახის, რომ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს.

ამავდროულად, 2019 წლის მსოფლიო თასზე, ფიჯისთან ნაჩვენები გამანადგურებელი შედეგი (45:10) სავარაუდოდ კვლავ აწუხებთ და ამ მსოფლიო თასზე შურისძიებას ეცდებიან.

როგორც უკვე გითხარით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ავსტრალიასთან გამართავს, ფიჯი კი ამავე დღეს უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ფიჯის მატჩი კი 30 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მის შესაჩერებლად გეგმის შემუშავებაა საჭირო | ნინიაშვილი BBC Sports-ის რჩეულებში
მის შესაჩერებლად გეგმის შემუშავებაა საჭირო | ნინიაშვილი BBC Sports-ის რჩეულებში