ანტონი
Aa
Aa

„ცრუ ბრალდებების მსხვერპლი ვარ“ - ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან გარიცხეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი, ანტონი დროებით ბრაზილიის ნაკრებიდან გარიცხეს. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ამის მიზეზი 23 წლის ფეხბურთელის მხრიდან, ყოფილ შეყვარებულზე შესაძლო ძალადობა გახდა.

„ანტონის შესახებ, ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით საფუძველზე, რომელიც საჭიროებს გამოძიებას, მიღებული იქნა ნაკრებიდან მისი დროებით გარიცხვის გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი მიმართულია როგორც სავარაუდო მსხვერპლის, ისე ფეხბურთელისა და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის დასაცავად“, - ნათქვამია ბრაზილიური ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაში.

საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, ანტონი ბოლივიასთან და პერუსთან ანტონი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებული იყო, თუმცა, ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მისი ადგილი გაბრიელ ჟეზუსმა დაიკავა.

პარალელურად, ანტონიმ სოციალური ქსელის მეშვეობით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

რას წერს ანტონი:

ჩემი გულშემატკივრების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების პატივისცემის გამო, თავს ვალდებულად ვთვლი საჯაროდ ვისაუბრო იმ ცრუ ბრალდებებზე, რისი მსხვერპლიც გავხდი. პირველივე წუთებიდან, ამ საკითხს სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით მივუდექი და პოლიციას სათანადო ახსნა-განმარტება მივაწოდე. გამოძიება მართლმსაჯულების პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს, რის გამოც შინაარსს ვერ გავასაჯაროებ.

თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდებები არის ყალბი და წარმოდგენილი მტკიცებულებები და ასევე, რაც სამომავლოდ იქნება წარმოდგენილი, უკვე ცხადყოფს, რომ წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულო ვარ.

მისის გაბრიელასთან ჩემი ურთიერთობა იყო აურზაური, ორივე მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა იყო, მაგრამ ფიზიკური აგრესია არასდროს გამომიყენებია. ყოველ ჯერზე, მოწმის ჩვენებაში თუ ინტერვიუში, ის ბრალდებების განსხვავებულ ვერსიას წარმოადგენს.

ამრიგად, გადავწყვიტე საჯაროდ უარვყო ბრალდებები და განვაცხადო, რომ შესაბამისი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ბრაზილიის ხელისუფლების სრულ განკარგულებაში ვარ.

მჯერა, რომ გამოძიება გამოავლენს სიმართლეს, ჩემი უდანაშაულობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ანტონის ყოფილმა შეყვარებულმა ბრაზილიელი ფეხბურთელი როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ ძალადობაშიც დაადანაშაულა. გაბრიელა კავალინიმ სან პაულუს პოლიციაში საჩივარი შეიტანა. როგორც კავალინი ამტკიცებს, ანტონის მხრიდან მისი მისამართით ძალადობა 2022 წლის 20 მაისს, „ბორნმუთთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მე და მესი ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით“ - ნეიმარი პარიზულ წლებზე
“მე და მესი ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით“ - ნეიმარი პარიზულ წლებზე