გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„აიაქსში ეს მთავარი პრობლემაა“ | ნიდერლანდელი ჟურნალისტი მიქაუტაძის გუნდზე

ცნობილმა ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა, ვალენტიენ დრიესენმა გიორგი მიქაუტაძის „აიაქსზე“ ისაუბრა. De Telegraaf-ის პოდკასტში, დრიესენმა ამსტერდამელთა მთავარი პრობლემა დაასახელა და ყურადღება გუნდში არსებულ ენობრივ ბარიერზე გაამახვილა.

„მომივიდა ინფორმაცია, რომ ენობრივი ბარიერი აიაქსში მთავარი პრობლემაა. სუტალო ხორვატიულის გარდა, სხვა ენაზე ვერ ლაპარაკობს. მიქაუტაძემ მხოლოდ ფრანგული და ქართული იცის, სხვა არაფერი. ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის, მორის სტეინის ინგლისურზეც ხუმრობენ. იგი ოქსფორდის ინგლისურით კი არა, ვალენტიენ დრიესენის ინგლისურით ლაპარაკობს (იცინის)“.

მიქაუტაძემ „აიაქსში“ სადებიუტო შეხვედრა „სიტარდის“ წინააღმდეგ გამართა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. ერედივიზიეს მე-4 ტურის შემდეგ, გავლენიანმა ნიდერლანდურმა გამოცემამ, Voetbalprimeur-მა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებმაც მე-4 ტურში ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მიქაუტაძე გახლდათ.

ცნობისთვის, „აიაქსს“ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს. გიორგი მიქაუტაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 17 სექტემბერს, სტუმრად, „ტვენტესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო“ | აფელაიმ მიქაუტაძის დებიუტი შეაფასა
„წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო“ | აფელაიმ მიქაუტაძის დებიუტი შეაფასა