შტურმი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კარგი თამაში დაუფასდა - კიტეიშვილი ტურის სიმბოლურში

ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში „შტურმი“ „ალტახს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ოთარ კიტეიშვილმა შეიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ თავის თანაგუნდელს გაატანინა.

კიტეიშვილს კარგი თამაში დაუფასდა. გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა „ჯვაროსნების“ ფეხბურთელი კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ოთარს 8.3 შეფასება ერგო და ეს გუნდში რიგით მესამე ყველაზე მაღალი შეფასებაა.

შეგახსენებთ, რომ „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში 16 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.

ცნობისთვის, კიტეიშვილი ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა. საქართველო 8 სექტემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 12 სექტემბერს ნორვეგიას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სად არის ნამდვილი კვარაცხელია? | Calciomercato-ს სტატია ხვიჩაზე
სად არის ნამდვილი კვარაცხელია? | Calciomercato-ს სტატია ხვიჩაზე