მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ომალის 2018 წლიდან ვიწვევ“ | მერაბის პოსტი და სეხუდოს დამცინავი პასუხი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. „მანქანამ“ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონის, შონ ომალის მომდევნო მეტოქე თავად უნდა იყოს ან ალჯამეინ სტერლინგს რევანშის აღების შანსი მისცენ.

„UFC-ში პირველად 2018 წელს გავიმარჯვე და იმ დღიდან მოყოლებული, ომალის ყველა მოგებული ბრძოლის შემდეგ ვიწვევ, მაგრამ შონი ჩემს გამოწვევებს აიგნორებს. ვამბობ, თანაგუნდელთან და ძმასთან ბრძოლა არ მინდა-მეთქი და მთელი მედია გიჟდება. თუ ალჯოს რემატჩს არ მისცემენ, სატიტულო ჩხუბის მისაღებად ნომერ პირველი ვარ და ეს საკითხავიც არაა“.

დვალიშვილის პოსტს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო გამოეხმაურა. „ტრიპელ სიმ“ „მანქანას“ დასცინა, რადგან მერაბმა პოსტი ბოლომდე ვერ დაასრულა და სიტყვა „question“-ის ნაცვლად, „questi“-ი ეწერა. „ძალა ისე გაკლია, რომ ტვიტსაც ვერ ამთავრებ“, - დაწერა სეხუდომ და აქცენტი გააკეთა მოსაზრებაზე, რომ დვალიშვილს მეტოქეების დასაფინიშებლად საჭირო ძალა არ აქვს და უმეტეს წილად, მსაჯების გადაწყვეტილებებით იგებს.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალის მერაბთან ჩხუბი არ უნდა და სურს, მისი მომდევნო მეტოქე მარლონ „ჩიტო“ ვერა იყოს, რომელთანაც რევანში აქვს ასაღები. ბუკმეკერების აზრით, ის ვერასთან აშკარა ფავორიტია, დვალიშვილთან კი განსხვავებული ვითარებაა და აუტსაიდერის სტატუსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგის წილისყრა | როგორი ჯგუფები მივიღეთ
კონფერენს ლიგის წილისყრა | როგორი ჯგუფები მივიღეთ