მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

ალჯო: „თუ რემატჩს ვერ მივიღებ, მერაბმა უნდა იჩხუბოს“

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის ახლომეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა MMA Junkie-სთან ინტერვიუს დროს შონ ომალისთან შესაძლო რემატჩსა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. ალჯომ აღნიშნა, რომ თუ UFC-ის პრომოუტერები მას განმეორებითი ორთაბრძოლის უფლებას არ მისცემენ, მაშინ საჩემპიონო ბრძოლა მერაბ დვალისვილმა უნდა მიიღოს.

რა თქვა სტერლინგმა:

ვფიქრობ, დაუყოვნებლივ რემატჩის უფლებას არ მომცემენ და სიმართლე რომ გითხრათ, არც მე მინდა რემატჩი მალევე, თუნდაც დეკემბერში შედგეს. თუ ამას შემომთავაზებენ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დავთანმხდები. მაგრამ, თუ შემოთავაზება შემდეგი წლისთვის იქნება, თუნდაც იანვარში, ან თებერვალში, ამას დიდი სიამოვნებით მივიღებ.

თუ რემატჩის უფლებას არ მომცემენ, ყველა შემთხვევაში სიაში ნომერ პირველი მერაბ დვალიშვილი უნდა იყოს, ის საჩემპიონო ბრძოლის ნომერ პირველი პრეტენდენტია. არ მგონია, რომ რომელიმე სხვა ბრძოლამ იმაზე დიდი სანახაობა და ინტრიგა გამოიწვიოს, ვიდრე მერაბისა და ომალის შეხვედრამ. თან, ის ბიჭები, რომლებიც მეორე მხარეს დგანან, დაშავებულები არიან. საინტერესო იქნება იმის ყურება, თუ რას გააკეთებს UFC, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ლოგიკური ორთაბრძოლა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ, ომალიმ მარლონ „ჩიტო“ ვერასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ბუკმეკერების აზრით, ის ვერასთან აშკარა ფავორიტია, დვალიშვილთან კი განსხვავებული ვითარებაა და აუტსაიდერის სტატუსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხოდა გავარკვიოთ, ვინ არის საუკეთესო!“ - მერაბის მენეჯერმა უაითს უპასუხა
„ხოდა გავარკვიოთ, ვინ არის საუკეთესო!“ - მერაბის მენეჯერმა უაითს უპასუხა