გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

კაშიას გოლი | სლოვანმა წაგებული მატჩი მოიგო

სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში, ქართველების „სლოვან ბრატისლავა“ საკუთარ მოედანზე „პოდბრეზოვას“ შეხვდა და საოცრად დრამატულ და სანახაობრივ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მოქმედმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავა კი ვლადიმირ ვაისმა 79-ე წუთზე, ტოლიჩით შეცვალა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, მასპინძლები 22-ე წუთზე ბარსეღიანის გოლით დაწინაურდნენ. 78-ე წუთზე, ასინორმა წონასწორობა აღადგინა, 87-ე წუთზე კი ბარტოსმა „პოდბრეზოვა“ დააწინაურა.

„სლოვანი“ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ვლადიმირ ვაისის გუნდს თითქოს შეხვედრის გადარჩენისთვის და ქულის აღებისთვის უნდა ებრძოლათ, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა სტუმართა კარში ორი გოლი გაიტანეს და საოცარი გამარჯვება იზეიმეს.

93-ე წუთზე წონასწორობა გურამ კაშიამ აღადგინა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯარიმიდან ლოვატის ჩაწოდებულ ბურთს თავი ზუსტად დაუხვედრა და ანგარიში გაათანაბრა, ზუსტად ერთ წუთში კი ბარსეღიანმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და „სლოვანის“ სასარგებლოდ საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა.

6 ტურის შემდეგ, „სლოვან ბრატისლავა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა, ვლადიმირ ვაისის გუნდს კონკურენტებთან შედარებით ორით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. ბრატისლაველები მომდევნო შეხვედრას 13 სექტემბერს, სლოვაკეთის თასზე „სვატი იურის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსის ფრე სიტარდთან | მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა
აიაქსის ფრე სიტარდთან | მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა