კარლო ანჩელოტი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

„საუკეთესოები არიან და წერტილი“ - ანჩელოტი თავის ნახევარმცველებს აქებს

ლა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის „რეალმა“ განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველი მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში „ხეტაფეს“ 2:1 მოუგო.

გამარჯვების გოლის ავტორი 95-ე წუთზე ჯუდ ბელინგემი აღმოჩნდა, რომელიც „რეალს“ მხსნელად უკვე მერამდენე მატჩია ევლინება.

ანჩელოტიმ შეხვედრის შემდეგ, თავის ნახევარმცველებზე ისაუბრა და მათ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ბელინგემის სათამაშო დონე არ მაკვირვებს, თუმცა მან უკვე ბევრი გოლი გაიტანა. ეს არის ის, რაც ყველას გვაოცებს. ჯუდი სერიოზული პროფესიონალია, გუნდს ძალიან კარგად მოერგო, არდადეგები სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად გაატარა.

მას სეზონში 15 გოლის გატანა ადვილად შეუძლია. ჯუდი ძალიან კარგად მოძრაობს. ამის გამო იტანს ის იმდენ გოლს. ძალიან სწრაფად სწავლობს, მას არ სჭირდება ერთი და იგივე რამის მრავალჯერ გამეორება.

კროოსი და მოდრიჩი? ისინი საუკეთესოები არიან, წერტილი. ჩემთვის ისინი საუკეთესოები არიან. მათზე მცირე გავლენა პირველმა მატჩებმა მოახდინეს, რომლებშიც მათ ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონიათ, მაგრამ ისინი გააგრძელებენ ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაშს. ეს ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ გუნდი, რომელშიც ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელია, კარგად განვითარდეს.

კროოსს აქვს ის თვისებები, რომ ნებისმიერ მატჩში კარგად ითამაშოს. კარგად კითხულობს სიტუაციებს, აქვს უნარი, გამოცდილება. გუნდს არ აქვს ის საპასუხო ხარისხი, რაც პირადად მას აქვს“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

კარლოს მორიგი მიღწევა

„რეალის“ ისტორიაში ანჩელოტიზე მეტი მატჩი მხოლოდ ერთმა მწვრთნელმა მოიგო.

„ხეტაფესთან გამარჯვება ანჩელოტისთვის 172-ე იყო. ის ზინედინ ზიდანს დაეწია და მეორე ადგილს ინაწილებს. მოგებული მატჩების რეკორდი მიგელ მუნიოსს ეკუთვნის - 357.

ანჩელოტის დროს მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 111 თამაში მოიგო, 36 ჩემპიონთა ლიგაზე, 17 კოპა დელ რეიზე, 4 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, 2 ევროპის სუპერთასზე და 2 ესპანეთის სუპერთასზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თავიდან კარგად დაიწყო, შემდეგ გაქრა“ - რუდი გარსია კვარაზე
“თავიდან კარგად დაიწყო, შემდეგ გაქრა“ - რუდი გარსია კვარაზე