ჟოაუ ფელიქსი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

„მისი ოცნება ახდა“ | ბარსელონამ ფელიქსი გაიფორმა, შემდეგი კანსელუა

„ბარსელონამ“ მიზანს მიაღწია და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი, ჟოაუ ფელიქსი გაიფორმა. რამდენიმე წამის წინ, „ბლაუგრანამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს ფელიქსის იჯარის წესით გადაყვანის შესახებ აუწყა.

„მისი ოცნება ახდა“ - ასეთია ვიდეოს სათაური, რომლითაც კატალონიელებმა ფელიქსი წარადგინეს. ჟოაუს გადაბირება არაბულ კლუბებსაც უნდოდათ, მაგრამ პორტუგალიელი შემტევის ოცნება „ბარსელონაში“ თამაში იყო და ახალი კლუბის მაისურს მალე მოირგებს.

„ბარსელონას“ ქომაგები უახლოეს საათებში კიდევ ერთ ტრანსფერს ელიან. „ბარსა“ ჟოაუ კანსელუს გადაბირებასთან ახლოსაა და „კამპ ნოუს“ ბინადრებს მისი იჯარის წესით დამატება უნდათ. ესპანური და იტალიური გამოცემების მიხედვით, ეს გარიგება დროის ამბავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალიმ მერაბის მხარე დაიჭირა: „თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა“
ომალიმ მერაბის მხარე დაიჭირა: „თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა“