კილიან მბაპე
Aa
Aa

ალ-ხელაიფიმ დუმილი დაარღვია: „მბაპე შესანიშნავი ადამიანია“

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეს გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია. ალ-ხელაიფიმ ინტერვიუ RMC Sport-ს მისცა და ფრანგი სუპერვარსკვლავის თაობაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

„სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათია დარჩენილი. კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. მასთან ძალიან კარგი დისკუსიები გვაქვს, ის შესანიშნავი ფეხბურთელი, ადამიანი და პროფესიონალია. დისკუსიები მისი ოჯახის წევრებთანაც გვქონდა. კონტრაქტის გახანგრძლივება? ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა“.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს სატრანსფერო საგა დიდი ხანია, უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმის გამო, კილიანი ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვეს, მაგრამ ვითარება მალე შეიცვალა და მბაპე გუნდს დაუბრუნდა.

მბაპეს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი მთავარი მსურველი მადრიდის „რეალია“, რომელსაც მბაპეს უსასყიდლოდ დამატება სურს. „პარკ დე პრენსზე“ თვლიან, რომ კილიანის სანაცვლოდ არაფრის მიღება ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს და მაქსიმალურად ცდილობენ, ეს თავიდან აირიდონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა