ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

გუგეშაშვილი დამაჯერებელი იყო | ყარაბაღი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში, აზერბაიჯანული კლუბი „ოლიმპია ლუბლიანას“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში, მეტოქეს 3:1 აჯობა.

გუგეშაშვილმა განმეორებითი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და დამაჯერებელი იყო. შეხვედრაში ანგარიში „ყარაბაღმა“ გახსნა და 24-ე წუთზე, ბაირამოვის პენალტით დაწინაურდა. სლოვენიელებმა 36-ე წუთზე, კოშტა პინტუს გოლით გაათანაბრეს, რომელმაც ბრწყინვალე ბურთი შეაგდო და გუგეშაშვილს შანსი არ დაუტოვა.

პირველ ტაიმში, ლუკას საქმე ფაქტობრივად არ ჰქონია, მეორე ნახევარში კი ორი სეივი გაიფორმა. ქართველი მეკარე ორივე შემთხვევაში დამაჯერებელი იყო და საკუთარ გუნდს სასურველი შედეგის დაფიქსირებაში დაეხმარა - 1:1.

ცნობისთვის, ჯგუფურ ეტაპზე, „ყარაბაღის“ მეტოქეების ვინაობა 1-ელ სექტემბერს გაირკვევა. პარალელურად, კონფერენს ლიგის ჯგუფებიც დაკომპლექტდება და ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეებსაც შევიტყობთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა