კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ საუდის ლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

აგვისტოს თვეში 38 წლის რონალდუმ 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ჰეთ-თრიქი „ალ-ფატეს“ წინააღმდეგ გაიფორმა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

რონალდუმ პირველობისთვის ბრძოლაში იგორ კორონადო (ალ-იტიჰადი), რიად მაჰრეზი (ალ-აჰლი) და მალკომი (ალ-ჰილალი) დაამარცხა.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, რომელიც აგვისტოში ბოლო მატჩი იყო კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ საკუთარ მოედანზე „ალ-შაბაბს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

კრიშტიანუმ დუბლი გაიფორმა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

„ალ-ნასრი“ 4 ტურის შემდეგ, საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ცხრილში 6 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. „ალ-ნასრი“ მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, „ალ-ჰაზემის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A სხვა დონეა და ამ გამოწვევისთვის მზად ვარ“ - საზონოვის პირველი ინტერვიუ
„სერია A სხვა დონეა და ამ გამოწვევისთვის მზად ვარ“ - საზონოვის პირველი ინტერვიუ