საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, სლოვენიის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ტექნიკური წუნი გამოვასწორეთ და სლოვენიისთვის მზად ვართ“ - კალათბურთელები მატჩის წინ

ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ტურნირის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს და ჩვენი ქვეჯგუფის ფავორიტს, სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ქართველმა კალათბურთელებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში გამართეს.

სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, მანუჩარ მარკოიშვილმა და კალათბურთელებმა, დუდა სანაძემ და ლუკა ლიკლიკაძემ მეტოქის შესახებ ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მსგავსად, სლოვენიამაც ჩვენი ქვეჯგუფი გამარჯვებით დაიწყო. ლუკა დონჩიჩის ლიდერობით, ჩვენმა მეტოქემ პირველ ტურში ვენესუელას ნაკრები 15-ქულიანი სხვაობით, 100:85 დაამარცხეს.

საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებების დაპირისპირება 28 აგვისტოს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე დღის სიმბოლურში - FIBA-მ ბითაძე გამოარჩია
მეორე დღის სიმბოლურში - FIBA-მ ბითაძე გამოარჩია