ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, მანჩესტერ სიტი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

“ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული“ - ჩავი კანსელუს ტრანსფერზე

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჟოაუ კანსელუს შესახებ ყოველდღიურად გვხვდება სიახლეები. პორტუგალიელ უკანახაზელს „ბარსელონას“ უკავშირებენ, მაგრამ ჯერჯერობით ტრანსფერი არ განხორციელებულა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა დააფიქსირა.

ჩავი:

„ვნახოთ რა მოდება. საბჭომ და სპორტულმა დირექტორმა იციან, რომ კანსელუ გვჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჩვენს სამწუხარო ფინანსურ მდგომარეობაზე და სახელფასო ლიმიტზეა დამოკიდებული. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ რამდენიმე დღე დარჩა და ვნახოთ რა იქნება.“

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი მძიმე ფინანსური კრიზისშია და ფეხბურთელების დარეგისტრირებაც უჭირს.

„ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის კანსელუსთან დაკავშირებით საიჯარო შეთანხმება არსებობს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამო ჟოაუს გადაბირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დაივიწყეთ, რაც მოიგეთ“ - გარსიამ ფეხბურთელებს მიმართა
“დაივიწყეთ, რაც მოიგეთ“ - გარსიამ ფეხბურთელებს მიმართა