გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

ჭიკაძე კასერესზე: ამ ბრძოლაში პირველიდან ბოლო წამამდე მომთმენი უნდა ვიყო

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ ალექს კასერესთან შაბათს გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა.

„საბრძოლველად დიდი ხანია მზად ვარ. გასული წლის მაისიდან ვვარჯიშობდი, ბრძოლას ვითხოვდი. საბოლოოდ აქ ვარ და მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი.

ჩემს საბრძოლო სტილში სიახლეები შევიტანე, შაბათს ვნახავთ, თუ როგორ ვმუშაობდი. მჯერა, რომ ეს წელიწადნახევარი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლა განსხვავებული ვბრუნდები. ჩემს ახალ ვერსიას იხილავთ - გიგა 2.0.

ალექსი გამოცდილი მებრძოლია, მას უამრავი ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და ვიცი როგორი გეგმა აქვს შემუშავებული ჩემს წინააღმდეგაც. თუმცა ამაზე მედიასთან არ ვისაუბრებ. მას კარგი დარტყმის მქონე მეტოქეებთან უჩხუბია, თუმცა ჩემს მსგავსთან არასდროს.

როცა მას თვალებში ჩავხედავ, ის მიხვდება, რომ მის კარიერაში ყველაზე სულელური წამოძახილი იყო, როდესაც ბოლო ბრძოლის შემდეგ მე გამომიწვია. მაგრამ გულწრფელად მოხარული ვარ, რომ მან ეს გააკეთა, რადგან ტოპ 15-დან ჩემთან ბრძოლა არავის სურდა.

ამ ბრძოლაში პირველიდან ბოლო წამამდე მომთმენი უნდა ვიყო. თავი ხელში უნდა ავიყვანო, არსად მეჩქარება. მთავარია მხოლოდ გამარჯვება, თუმცა მე ნამდვილად ვაპირებ რომ ის დავაფინიშო“.

- განაცხადა ჭიკაძემ.

ცნობისთვის, ალექს კასერესს კარიერაში 35 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 21 გამარჯვებაა. კასერესმა 4-ჯერ ნოკაუტით მოიგო, 7-ჯერ საბმიშენით, 10-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ემეტს ძლივს მოუგო“ | მაქს ჰოლოუეის ილია თოფურიაზე ჰკითხეს
„ემეტს ძლივს მოუგო“ | მაქს ჰოლოუეის ილია თოფურიაზე ჰკითხეს