გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

გველესიანის გოლი - პერსეპოლისი მარცხისგან იხსნა

ირანის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში „პერსეპოლისისა“ და „ზობ აჰანის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. 44-ე წუთზე „პერსეპოლისის“ ფეხბურთელმა რაფიეიმ საკუთარ კარში გაიტანა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მარცხისგან გიორგი გველესიანმა იხსნა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა და 84-ე წუთზე თავით შეაგდო.

გველესიანი 2022 წლის ზაფხულიდან „პერსეპოლისის“ ფეხბურთელია. გასული სეზონის შემდეგ კლუბთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში ირანის ჩემპიონი, თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ამ გუნდის რიგებში 33 მატჩში 10 გოლი შეაგდო.

2017 წლიდან გველესიანი ირანის ჩემპიონატში თამაშობს, „პერსეპოლისის“ გარდა შემდეგ ირანულ კლუბებში გამოდიოდა: „ზობ აჰანი“ (2017-18), „ნასაჯი“ (2018-19), „სეპაჰანი“ (2019-22). ირანული კლუბების გარდა მხოლოდ თბილისის „დინამოში“ უთამაშია (2010-17).

ივნისში ვილი სანიოლმა გიორგი გველესიანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, თუმცა კვიპროსთან და შოტლანდიასთან არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები