ილია თოფურია, ალჯამეინ სტერლინგი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„რომ მოეგო, თოფურიას ადგილს დაიკავებდა, ახლა კი...“ - ვოლკანოვსკი სტერლინგზე

ალჯამეინ სტერლინგისა და შონ ომალის ორთაბრძოლაზე საკუთარი მოსაზრება UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ დააფიქსირა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ალჯო ილია თოფურიას ადგილს დაიკავებდა და მასთან საჩემპიონო ქამარზე იჩხუბებდა.

რა თქვა ვოლკანოვსკიმ:

საინტერესოა, რას გააკეთებს ახლა სტერლინგი. მას აშკარად რემატჩი სურს და ეს დიდი ბრძოლა იქნება. ვფიქრობ, ეს დაიმსახურა.

მეჩხუბება თუ არა? არა, ეს ამ ეტაპისთვის აღარ მოხდება. რომ მოეგო, მის გამოწვევას დავთანხმდებოდი და თოფურიას ადგილს დაიკავებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალიან სამწუხაროა.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლაში ალჯამეინ სტერლინგი შონ ომალისთან მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და საჩემპიონო ქამარიც დათმო.

რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელი მებრძოლი უდიდესი ალბათობით მომდევნო საჩემპიონო ბრძოლას ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართავს. ვარაუდობენ, რომ ვოლკანოვსკისა და თოფურიას ორთაბრძოლა მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - ბოლო წუთის კაცი, რომელმაც რამდენიმე დღე ფენომენივით იცხოვრა
ნოსტალგია - ბოლო წუთის კაცი, რომელმაც რამდენიმე დღე ფენომენივით იცხოვრა