მილანი, ბოლონია, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: “არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ“

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება. „მილანმა“ გარკვეულწილად გუნდი გააძლიერა. ამ და სხვა საკითხებზე „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა.

რა თქვა პიოლიმ?

„რა თქმა უნდა, ტრანსფერების გაკეთების დროს, კლუბის დირექტორებმა ჩემი რჩევები გაითვალისწინეს. არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ წინ კიდევ 10 დღეა და ყველაფერს ვაკვირდები. მიუხედავად ამისა, ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ. ახალი სეზონი იწყება და ამბიციურები ვართ, რადგან ძლიერი ფეხბურთელები შევიძინეთ.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ არავინ აღარ დავიმატოთ. ნოა ოკაფორის ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ. ის საიმედო ფეხბურთელია. მუსას და ჩუკუვეზეს რთული ზაფხული ჰქონდათ, რადგან „მილანში“ სურდათ გადმოსვლა და ინტენსიურად არ ვარჯიშობდნენ.

მნიშვნელოვანია კარგად დავიწყოთ, მაგრამ ხვალინდელი შედეგი ჩვენს გზას არ განსაზღვრავს. „მილანს“ ძლიერი შემადგენლობა უნდა გყავდეს, რომ ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანი იყოს.“

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია ა-ს პირველი ტურის მატჩს სტუმრად „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 21 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის ახალი გეგმა - ბოლო შეთავაზება მბაპესთვის
რეალის ახალი გეგმა - ბოლო შეთავაზება მბაპესთვის