ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

ბრუნო: “მოვითხოვ მსაჯმა თავისი გადაწყვეტილება ახსნას“

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ტოტენჰემს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში ვიდეო რეფერით უკმაყოფილო იყო.

რა თქვა ბრუნომ?

„კითხვები მე კი არა მსაჯებს დაუსვით. ისინი ვალდებულები არიან თამაშის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერონ და თავიანთი გადაწყვეტილება ახსნან. 100%-იანი პენალტი არ დაგვინიშნეს. ამ ფაქტს არაფერი ამართლებს. შეუძლებელი იყო, რომ კამერებს ის ეპიზოდი სწორად ვერ გადაეღოთ.

არ მესმის რატომ ხდება ასეთი რაღაცები ვიდეო რეფერის ეპოქაში. მინდა ვნახო რა მოხდება ამ კვირაში და მოვა, თუ არა ჯონ მოსი ჩვენს გასახდელში ბოდიშის მოსახდელად. გასულ ტურში, „ვულვზის“ მწვრთნელს ბოდიში მოუხადეს. მსაჯმა ჩვენ თამაში გაგვიფუჭა.“

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 2 ტურის შემდეგ, 3 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „ტოტენჰემს“, „დეზები“ 4 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილს იკავებს.

შემდეგ ტურში, „იუნაიტედი“ „ნოტინგემს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტოტენჰემი“ „ბორნმუთს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ოთხეულში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ“ - ალეგრი იუვეს გეგმებზე
“ოთხეულში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ“ - ალეგრი იუვეს გეგმებზე