ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის საოცრება - ინტერ მაიამი ამერიკის ლიგის თასის ჩემპიონია

ამერიკის ლიგის თასის ფინალში „ინტერ მაიამი“ „ნეშვილს“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა. 90 წუთი 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი ვერც დამატებითმა ტაიმებმა გამოავლინა.

ანგარიში 23-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც შორეული, ყუმბარისებული გასროლით აიღო მეტოქის კარი. პირველი ტაიმი დევიდ ბექჰემის გუნდმა მოიგო.

მეორე ნახევარში „ნეშვილი“ გააქტიურდა და წონასწორობა აღადგინა. 57-ე წუთზე თავი პიკაულტმა გამოიჩინა.

დამატებით ტაიმებში ორივე გუნდი ცდილობდა წინ გასვლას, მაგრამ რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე მეკარეები იყვნენ. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, „ინტერ მაიამიმ“ პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ლიონელ მესიმ პირველი ამერიკული ტიტული მოიპოვა. ცნობისთვის, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა თერთმეტმეტრიანიც ზუსტად შეასრულა.

შეგახსენებთ, ამ გამარჯვების შემდეგ, 7 ოქროს ბურთის მფლობელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული(44).

ლეომ 35 ტიტული „ბარსელონას“ შემადგენლობაში მოიგო, 5 არგენტინის ნაკრებში, 3 „პარი სენ ჟერმენში“, ხოლო 1 „ინტერ მაიამიში“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები