ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძის დებიუტი სერია ა-ში - ნაპოლიმ ხვიჩას გარეშე მოიგო

სერია ა-ს 2023-24 წლების სეზონის პირველ ტურში „ფროზინონე“ შინ „ნაპოლისთან“ 1:3 დამარცხდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, აბდუ არუიმ პენალტიდან გაიტანა, თუმცა შემდეგ „პარტენოპეიმ“ სამი გოლი შეაგდო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ანგარიში პოლიტანომ გაათანაბრა (24-ე წუთი), ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა (42-ე და 79-ე წუთები).

„ნაპოლის“ შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას კუნთების გადაღლილობის გამო არ უთამაშია.

სერია ა-ში 20 წლის ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის დებიუტი შედგა, „ფროზინონეს“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. Sofascore-მა კვერნაძეს 6,1 დაუწერა. ქართველი ფეხბურთელი ბურთს 14-ჯერ შეეხო, მისი 7 გადაცემიდან შვიდივე ზუსტი იყო. ბურთი ხუთჯერ დაკარგა, თამაშის წესი ორჯერ დაარღვია, ხუთი ორთაბრძოლიდან ხუთივე დათმო.

კახა კალაძის, ლევან მჭედლიძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ გიორგი კვერნაძე მეოთხე ქართველია, ვინც იტალიის სერია ა-ში ითამაშა.

სერია ა-ს 2023-24 წლების სეზონის მეორე ტურში „ფროზინონე“ ბერგამოს „ატალანტას“ მიიღებს (26 აგვისტო, 20:30), „ნაპოლი“ - „სასუოლოს“ (27 აგვისტო, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძეს პენალტი არ დაუდეს - უოტფორდის პირველი მარცხი
ჩაკვეტაძეს პენალტი არ დაუდეს - უოტფორდის პირველი მარცხი