გიორგი შერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

„მეგონა, კარიერა დაასრულა“ | იანისი გიორგი შერმადინს გაეხუმრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ჩვენი ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო მამუკელაშვილმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ე.წ „ლაივი“ ჩართო და ქართველ გულშემატკივრებს გაესაუბრა. „მამუს“, ყოფილი თანაგუნდელი, იანის ანტეტოკოუნმპოც ჩაერთო და გიორგი შერმადინს გაეხუმრა.

„შერმადინს ჩემი აყვანა არ შეუძლია“, - დაწერა „გრიკ ფრიკმა“.

„ძმაო, შერმადინი ჩაგკეტავს. გიო ცხოველია, სროლებს დაგიბლოკავს და ყველაფერი“, - უპასუხა სანდრომ.

„მეგონა, კარიერა დაასრულა“, - დაწერა ბერძენმა სუპერვარსკვლავმა.

„არა, არა, არ დაუსრულებია. ისევ აქაა. ისევ დადის, ისევ სუნთქავს და ისევ დარბის“, - თქვა სანდრომ.

„ისე გამოიყურება, თითქოს 52 წლისაა“, - იხუმრა იანისმა.

„მაინც ჩაგკეტავს“- უპასუხა მამუკელაშვილმა.

„შერმინატორრრრრრრრრრრრ“ - დაწერა ანტეტკოუნმპომ.

ამის შემდეგ, სანდროს ვიდეოში თორნიკე შენგელია გამოჩნდა, რომელსაც „გრიკ ფრიქმა“ საუკეთესო კალათბურთელი უწოდა. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატამდე, საქართველო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და 22 აგვისტოს, ავსტრალიას დაუპირისპირდება. 26 აგვისტოს კი მუნდიალს კაბო ვერდესთან მატჩით გავხსნით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქი მესი | რატომ არის არდა გიულერი საუკუნის ტალანტი
თურქი მესი | რატომ არის არდა გიულერი საუკუნის ტალანტი