ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

უეფამ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები დაასახელა

უეფამ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 3 ნომინანტი დაასახელა. პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შანსი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს, კევინ დე ბრუინს, მის თანაგუნდელს, ერლინგ ჰოლანდსა და „ინტერ მაიამის“ შემტევს, ლიონელ მესის აქვთ.

ფინალური სამეული გასულ სეზონში ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბების მწვრთნელებმა, უეფას წევრი ქვეყნების ნაკრებების თავკაცებმა და სპეციალურად შერჩეული ჟურნალისტების ჯგუფმა დაასახელეს. გამარჯვებულის ვინაობა 31 აგვისტოს გაირკვევა, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

დე ბრუინის, ჰოლანდისა და მესის გარდა, ხმები მიიღეს: ილქაი გიუნდოგანი (მეოთხე ადგილი, 129 ქულა), როდრი (მეხუთე ადგილი, 110 ქულა), კილიან მბაპე (მეექვსე ადგილი, 82 ქულა), ლუკა მოდრიჩი (მეშვიდე ადგილი, 33 ქულა), მარსელო ბროზოვიჩი (მერვე ქულა, 20 ქულა), დეკლან რაისი (მეცხრე ადგილი, 14 ქულა), ალექსის მაკ ალისტერი (მეათე ადგილი, 12 ქულა).

უეფამ 2022/23 წლების საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს ნომინანტებიც დაასახელა და სამეულში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თავკაცი მოხვდა. ჯილდოსთვის ლუჩანო სპალეტი, პეპ გუარდიოლა და სიმონე ინძაგი იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები