სევილია, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

გუარდიოლა: “ვიგრძენით, რომ მოგება შეგვეძლო“

უეფა-ს სუპერ თასზე ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ქალაქელებმა“ 5:4 გაიმარჯვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გუარდიოლა:

„ედერსონმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა. გასულ კვირას „არსენალთან“ პენალტების სერიაში წავაგეთ, მაგრამ ახლა მოვიგეთ. ასეთი დონის ფინალი პალმერისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ მან დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან ჩვენი თამაში ვიპოვეთ და მატჩს უფრო მეტად ვაკონტროლებდით. გავიტანეთ გოლი ბოლო წუთებში ვიგრძენით, რომ მოგება შეგვეძლო. ვფიქრობ, „სევილიას“, რომ მეორე გაეტანა ვეღარ გავათანაბრებდით.

„სევილიას“ არაჩვეულებრივი მოთამაშეები ჰყავს. დიდებული მეკარე, ბრწყინვალე დაცვის ხაზი. ოლივერ ტორესს აქვს შესანიშნავი ხარისხი და ის ფორვარდებს ბევრ მომენტს უქმნის. ის ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი იყო ჩემს კარიერაში. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს სუპერ თასი პირველად მოიგო, ხოლო „სევილიამ“ 7 ცდიდან მეექვსედ წააგო. აღნიშნული ტიტული ანდალუსიელებს მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს აქვთ მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჯობს გაჩუმდეს“ - გრიზმანი ჟოაუ ფელიქსზე
“ჯობს გაჩუმდეს“ - გრიზმანი ჟოაუ ფელიქსზე