უსმან დემბელე
Aa
Aa

„იმედი მაქვს, პსჟ-ის ფანები ჩემით იამაყებენ“ - უსმან დემბელე

უსმან დემბელე „ბარსელონადან“ კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაუჯდა, დემბელემ კი ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე გააფორმა.

ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, 26 წლის გარემარბი „ბარსელონას“ ფანებს დაემშვიდობა და პსჟ-ში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა დემბელემ:

ძალიან ბედნიერი ვარ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლით და მოუთმენლად ველი როდის ჩავატარებ პირველ თამაშს ახალ კლუბში. იმედი მაქვს, რომ აქ განვითარებას გავაგრძელებ და გულშემატკივრები ჩემით იამაყებენ.

ასევე, მინდა „ბარსელონაში“ ყოფნის პერიოდში, ვინც მხარს მიჭერდა ყველას მადლობა გადავუხადო. ესენია: თანაგუნდელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები, თუ კლუბის ხელმძღვანელები.

ამ კლუბში გავიზარდე როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. ჩემთვის, „ბლაუგრანას“ მაისურის ტარება დიდი სიამაყე იყო. ეჭვგარეშეა, რომ კლუბიდან ბევრ მოგონებას წავიღებ, რომელიც სამუდამოდ ჩემში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 185 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 40 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
12 აგვისტოს სატრანსფერო ზონა