ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

ჰოლანდის მეასე, დე ბრუინის ტრავმა და სანთებელა | პრემიერ ლიგა დაბრუნდა

პრემიერ ლიგის 2023/24 წლების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. პირველ ტურში, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული „ბარნლი“ მოქმედ ჩემპიონს, „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და ვენსან კომპანის გუნდმა „ქალაქელებთან“ ვერაფერი გააწყო.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-3 წუთზე, ერლინგ ჰოლანდმა როდრის გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 36-ე წუთზე, ნორვეგიელმა ბრწყინვალე გოლი შეაგდო და „სიტის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. ჰოლანდს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში 100 გოლი აქვს გატანილი და ბუნდესლიგაში თავი 62-ჯერ გამოიჩინა, პრემიერ ლიგაში - 38-ჯერ.

პირველ ტაიმში ერთ უსიამოვნო ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. „კლარეტების“ გულშემატკივრებმა „ქალაქელთა“ ფეხბურთელის, რიკო ლუისის მისამართით ნივთი ისროლეს, რომელიც როგორც ბრიტანულ პრესაში დაიწერა, სანთებელა გახლდათ. საწყის 45 წუთში, პეპ გუარდიოლას იძულებითი ცვლილების გაკეთებაც მოუწია. „სიტის“ ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა ტრავმა მიიღო და იგი მატეო კოვაჩიჩმა ჩაანაცვლა.

მეორე ნახევარს რაც შეეხება, „ქალაქელებმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, რომლის ავტორიც როდრი გახლდათ. „სიტიმ“ 3:0 მოიგო და პრემიერ ლიგის ახალი სეზონი ბრწყინვალე ნოტაზე დაიწყო. გუარდიოლას ბიჭების მომდევნო მეტოქე „ნიუკასლი“ გახლავთ, რომელსაც 19 აგვისტოს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლის შანსი და კარგი გადაცემა | ბუდუმ თასზე 75 წუთი ითამაშა
გოლის შანსი და კარგი გადაცემა | ბუდუმ თასზე 75 წუთი ითამაშა