ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარამ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა | ნაპოლიმ აპოლონს მოუგო

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და კვიპროსულ „აპოლონს“ დაუპირისპირდა. რუდი გარსიას ბიჭები სერია A-ს ახალ სეზონს დადებით ნოტაზე ხვდებიან და „აპოლონს“ 2:0 სძლიეს.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მინდორზე 65 წუთი გაატარა. „კვარა“ აქტიური იყო და „ნაპოლის“ პირველ გოლში მონაწილეობა მიიღო. ხვიჩამ მატიას ოლივერას ჭკვიანური პასი გაუკეთა, ურუგვაელმა კი ოსიმენს გაატანინა.

„ნაპოლის“ მეორე გოლს რაც შეეხება, ის „პარტენოპეიმ“ „კვარას“ გასვლის შემდეგ, 71-ე წუთზე გაიტანა და მისი ავტორი ჯოვანი სიმეონეა. „აპოლონთან“ მატჩი ნეაპოლელთა ბოლო ამხანაგური შეხვედრა იყო და რუდი გარსიას ბიჭები მომდევნო დაპირისპირებას სერია A-ში გამართავენ.

როგორც მოგეხსენებათ, სერია A-ს ახალი სეზონი ქართული დუელით გაიხსნება. 19 აგვისტოს, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები