ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუ: „ეს გოლი დამეხმარება, ფეხბურთს სწორედ ამიტომ ვთამაშობ“

„კარლსრუეს“ ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ „ჰამბურგთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა. 29 წლის თავდამსხმელმა საკუთარი გუნდი მარცხისგან ბოლო წამებზე იხსნა (95-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახადა) და საფინალო სასტვენის შემდეგ, განაცხადა, რომ გატანილი გოლი მომავალში ძალიან დაეხმარება.

„ძალიან ბედნიერი ვარ და საოცარი შეგრძნებაა, როცა გულშემატკივრები შენს სახელს ყვირიან. თუ ქომაგებს ვაბედნიერებ, მეც ბედნიერი ვარ და ფეხბურთს სწორედ ამიტომ ვთამაშობ. მატჩის შემდეგ, ჩემი მაისური ტრიბუნაზე მყოფ ქართველ ფანს გადავეცი, რადგან ქართველები ძალიან ცოტანი ვართ და მაბედნიერებს, როცა გერმანიაში ქართველს ვხედავ. მინდოდა, მისთვის მადლობა გადამეხადა.

გოლის ეპიზოდს რაც შეეხება, ძალიან კარგი პასი მივიღე. ბურთთან ერთი კონტაქტი მქონდა, მეორეთი კი დავარტყი და საბედნიეროდ, გოლი გავიტანე, რომელიც ძალიან დამეხმარება. რას ვიტყვი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვედრაზე? ეს ფეხბურთია და მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მინდა, დავამტკიცო და ვაჩვენო, რომ ზოგჯერ ცდება“.

ცნობისთვის, ორი ტურის შემდეგ, „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 11 აგვისტოს, გერმანიის თასზე „ზაარბრიუკენთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი არსენალში ტრანსფერი რისკი იქნება“ | ბრიტანელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„მისი არსენალში ტრანსფერი რისკი იქნება“ | ბრიტანელი ჟურნალისტი ხვიჩაზე