უსმან დემბელე
Aa
Aa

ყველაფერი შეათანხმეს - დემბელე დღეს პარიზში იქნება

უსმან დემბელეს პსჟ-ში ტრანსფერი სრულდება და მალე ოფიციალური განცხადებაც იქნება.

RMC Sport-ის ცნობით, პარიზელებმა „ბარსასთან“ სრულ შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელი კვირის ბოლოს ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებას ელიან.

დემბელე დღეს უკვე პარიზში იქნება და პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

პსჟ ბარსას 50 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც კატალონიელებს მხოლოდ 25 მილიონი შეხვდებათ. თანხის მეორე ნაწილს დემბელე და მისი აგენტი მიიღებენ.

ასევე პარიზელები „ბენფიკადან“ გონსალუ რამუშის ტრანსფერსაც ხურავენ. პორტუგალიელი ფორვარდის სანაცვლოდ ლისაბონელები 80 მილიონ ევროს მიიღებენ.

რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიელები დემბელეს გაყიდვიდან მიღებული თანხით „მანჩესტერ სიტიდან“ ჟოაო კანსელუს ტრასნფერის განხორციელებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი კვარას კვალდაკვალ | სერია A-ს სტატია გიორგი კვერნაძეზე
ქართველი კვარას კვალდაკვალ | სერია A-ს სტატია გიორგი კვერნაძეზე