ლუკა გაგნიძე, საბა საზონოვი
Aa
Aa

გაგნიძე: საზონოვს ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაში შეუძლია

მოსკოვის „დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ RB Sport-თან ინტერვიუში რამდენიმე თანაგუნდელი აღწერა, მათ შორის საბა საზონოვი.

- ამბობენ, რომ საზონოვით ევროპული კლუბები არიან დაინტერესებული. შეუძლია თუ არა მას ახლა ევროპაში თამაში?

„დიახ, რა თქმა უნდა! მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ საბა ახლა გვერდით ზის და თარგმანში მეხმარება. ასე რომ, რა თქმა უნდა, შეიძლება! კიდევ რა ვთქვა? კარგი, ეს ყველაფერი ხუმრობებია. სერიოზულად, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ საბა კარგი ფეხბურთელია და შეუძლია ევროპის ტოპ 5 ლიგაში ითამაშოს. ის არის ტოპ დონის ცენტრალური მცველი, დიდი პოტენციალით. ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა თანხმდება, რომ საბას ევროპაში თამაში შეუძლია და კარგი ფეხბურთელია“.

გაგნიძეს ჟურნალისტმა საყვარელი კერძების დასახელებაც სთხოვა:

- რუსეთში ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარულია. რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

„ბანალური ვიქნები - ხინკალი. ვფიქრობ,  ის ყველას მოსწონს“.

- ქართული საკვები ძალიან კალორიულია. გქონიათ ჭარბი წონის პრობლემა?

„ძალიან მიყვარს კარგი საჭმელი. საქართველოში რომ მივდივარ, ცოტას ვიმატებ, მაგრამ შემდეგ სწრაფად ვუბრუნდები ოპტიმალურ ფორმას. ასე რომ - არა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა“.

აქვე გეტყვით, რომ გაგნიძეს მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას მორიგი აღიარება | ხვიჩას 9 ოქტომბერს დააჯილდოებენ
კვარას მორიგი აღიარება | ხვიჩას 9 ოქტომბერს დააჯილდოებენ