ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

მე-2 რაუნდში დაანოკაუტა - გეიჯმა პორიე დაამარცხა და BMF-ის ქამარს დაეუფლა

სოლ ლეიკ სიტიში UFC 291-ის საღამო გაიმართა, სადაც მთავარი ბრძოლა BMF-ის (ყველაზე საშიში) ქამრისთვის დასტინ პორიესა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იყო.

გეიჯიმ მეორე რაუნდში წარმატებით გამოიყენა მაღალი დარტყმა და პორიეს ნოკაუტში ჩაგდება შეძლო.

ეს მათი მეორე ბრძოლა იყო. 2018 წელს პორიემ მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

გეიჯი BMF-ის ქამრის მეორე მფლობელი გახდა ხორხე მასვიდალის შემდეგ.

„სხვა სპორტისგან განსხვავებით, ჩვენთან იშვიათად გაქვთ შურისძიების შანსი. წააგებ, სახლში მიდიხარ და ეს დამარცხება გჭამს.

ჩვეულებრივ, ჩვენ არ გვაქვს შანსი, რომ შური ვიძიოთ, მაგრამ, იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საკუთარი თავის მჯეროდა. დასტინს ვუთხარი, რომ ის ჩემი საყვარელი მებრძოლია დედამიწაზე.

იღბალი და შანსი დიდ როლს თამაშობს ოქტაგონზე. უბრალოდ მადლობა ღმერთს, რომ ჩემ გვერდით იყვნენ, ეს გიჟური სპორტია“,

- თქვა გეიჯმა ბრძოლის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MMA-ის მებრძოლი: „მერაბს არ ვგავარ, მზად ვარ, ჩემს ბებიასაც ვეჩხუბო“
MMA-ის მებრძოლი: „მერაბს არ ვგავარ, მზად ვარ, ჩემს ბებიასაც ვეჩხუბო“