ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

„ბურთის მიღების წერტილი შეიცვლება“ - გარსია კვარას პოზიციას უცვლის

„ნაპოლიში“ რუდი გარსიას დანიშვნის შემდეგ, იტალიური პრესა გუნდის სათამაშო სტილის შეცვლის შესახებ წერს.

ამჯერად Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გარსიას გეგმების შესახებ წერს. ფრანგი სპეციალისტი გეგმავს, რომ კვარა უფრო მეტად ცენტრისკენ გამოიყენოს და ოსიმენთან რაც შეიძლება ახლოს ათამაშოს.

„კვარაცხელია სპალეტის ხელში უფრო მეტად ფლანგისკენ მოქმედებდა, თითქმის აუტის ხაზთან. ბურთის მიღებისთანავე კარზე მიდიოდა და მაშინვე ურტყამდა. ხვიჩა თავისუფლად თამაშობდა, შეცდომების დაშვების უფლებაც ჰქონდა.

გარსიას მოსვლით კვარაცხელიას მოქმედებების საწყისი წერტილი შეიცვლება, ბურთის მიღების წერტილი. გარსიას უფრო მეტად ვერტიკალური შეტევა და მეტოქის დაცვის ცენტრის გარღვევა უყვარს. მწვრთნელი იდეა კვარაცხელიას შეტევის წინა ხაზზე გადაყვანაა. კართან უფრო ახლოს ყოფნა, კარში უფრო ხშირად დარტყმის წახალისება.

კვარაცხელიამ მეტოქის დაცვაზე მეტი გავლენა უნდა მოახდინოს. ოსიმენთან უფრო ახლოს უნდა ითამაშოს.

ახალ სეზონში კვარაცხელიას ტაქტიკური ევოლუცია ნაპოლისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლე და უცნობი თემა იქნება“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი და რეია -  ბაიერნის ორი ფავორიტი ზომერის ალტერნატივად
მამარდაშვილი და რეია - ბაიერნის ორი ფავორიტი ზომერის ალტერნატივად