ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს მისი ღია ჭრილობაა, საკუთარ თავზე მუშაობს“ - GDS-ი ხვიჩაზე წერს

ახალი სეზონის მოახლოებასთან ერთად, იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბარს უმატებს.

ამჯერად, ქართველ შემტევზე Gazzetta dello Sport-ი წერს.

„კვარაცხელიას ერთი მიზანი აქვს - გახდეს უკეთესი. რუდი გარსიას მითითებით ის საკუთარ თავზე მუშაობს. ახალი მწვრთნელი ხვიჩასთვის ახალ ტაქტიკას ქმნის.

კვარასთვის სკუდეტოს მოგება ამოსავალი წერტილი არ არის. ეს მის კარიერაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული.

მისი გამოწვევა ახალ ევროპულ დონეზეც ვრცელდება. საოცნებო სეზონის ერთადერთი შავი ლაქა, რომელიც უნდა წაიშალოს. ჩემპიონთა ლიგაზე მილანის წინააღმდეგ გაფუჭებული შანსები, ვერგატანილი პენალტი, ეს კვლავ მისი ღია ჭრილობაა. ხვიჩას უფრო შორს წასვლა სურს“.

- წერს Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დარჩენა 99%-ით გადაწყვეტილია. ხვიჩა მალე კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც ძალაში 2028 წლამდე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტის კვარას შეძენა უნდოდა - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი
სიტის კვარას შეძენა უნდოდა - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი