60 მილიონიანი კონტრაქტი - ბარსა ფეხბურთელების დარეგისტრირებას შეძლებს
Aa
Aa

60 მილიონიანი კონტრაქტი - ბარსა ფეხბურთელების დარეგისტრირებას შეძლებს

„ბარსელონამ“ ფინანსური სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, მორიგი ნაბიჯი გადადგა და გაარკვია, თუ როგორ უნდა გამოიმუშაოს ფული უკვე გამოყენებული ფინანსური ბერკეტების დახმარებით.

გასულ წელს კატალონიელებმა Barça Studios-ის უფლების 24,5% Socios.com-სა და Orpheus-ს მიჰყიდეს.

Diario Sport-ისა და El Confidencial-ის ცნობით, ამ ორგანიზაციებს გადახდებისას დაგვიანებები დაუფიქსირდათ, რის შემდეგაც კატალონიელებმა მათ მხოლოდ 16.5% დაუტოვა, ხოლო დანარჩენი წილი გერმანულ საინვესტიციო ფონდს მიჰყიდეს.

ამ 16%-ისთვის კატალონიელები 60 მილიონ ევროს მიიღებენ, რისი წყალობითაც შეძლებენ დაარეგისტრირონ ყველა გაფორმებული მოთამაშე და ასევე ისინიც, ვინც ახალ კონტრაქტზე კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გერმანელებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება.

„ბარსელონა" შემოსავლის სხვა წყაროებსაც ეძებს და შესაძლოა აგვისტოს თვეში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა შეძლოს. ახლა შემტევი ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის ძიება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინტერესი ბევრ კლუბს აქვს“ | დინამოში საზონოვზე ისაუბრეს
„ინტერესი ბევრ კლუბს აქვს“ | დინამოში საზონოვზე ისაუბრეს