საბა საზონოვი
Aa
Aa

საფეხბურთო სკაუტი: „საზონოვს ევროპაში თამაში გაუმარტივდება“

სპორტულმა მენეჯერმა, ალექსანდრ ტილმანმა, რომელიც „დინამო მოსკოვის“ სკაუტი გახლავთ, საბა საზონოვზე ისაუბრა. ტილმანი ფრანგულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ლიონი“ საბას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.

„საზონოვს ევროპაში თამაში გაუმარტივდება, რადგან იქ, ჩემპიონატები ნაკლებად ტაქტიკური და უფრო მეტად ძალაზე და ინდივიდუალურ თვისებებზე ორიენტირებულია. ამ მხრივ კი, საბა ძლიერია. მას ძალა, სისწაფე და ათლეტურობა აქვს, თუმცა ტაქტიკურად შეცდომებს უშვებს ხოლმე“.

L’Equipe-ის ცნობით, „ლიონი“ საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის. საბასთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და ფრანგული გრანდი მას ბელგიურ „მოლენბეკში“ გაანათხოვრებს. ეს კლუბი „ლიონის“ მფლობელის, ჯონ ტექსტორის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე საზონოვის ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია. ტრანსფერის დახურვამდე, „ლიონმა“ ფრანგული ფეხბურთის ფინანსების მეთვალყურე ორგანიზაციისგან, DNCG-ისგან თანხმობა უნდა მიიღოს და საბას გაფორმება ამის შემდეგ შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | მაჰრეზმა სიტი დატოვა და საუდის არაბეთში ითამაშებს
ოფიციალურად | მაჰრეზმა სიტი დატოვა და საუდის არაბეთში ითამაშებს