რიად მაჰრეზი
Aa
Aa

ოფიციალურად | მაჰრეზმა სიტი დატოვა და საუდის არაბეთში ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, რიად მაჰრეზი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. რამდენიმე წუთის წინ, „ალ-აჰლიმ“ მისი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და მაჰრეზმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.

ალჟირელი გარემარბი „ქალაქელთა“ რიგებში 2018 წელს, „ლესტერიდან“ გადავიდა. „სიტის“ მაისურით, მან 236 შეხვედრა ჩაატარა და 78 გოლი და 59 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მაჰრეზმა „სიტისთან“ ერთად, 11 ტიტული მოიგო, რომელთა შორის ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგის 4 ჩემპიონობაა.

უცხოურ პრესაში იწერებოდა, რომ „ალ-აჰლიმ“ მაჰრეზის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტის“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტოქე ცნობილია - ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება
მეტოქე ცნობილია - ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება