სანდრო ალთუნაშვილი, ვოლფსბერგერი
Aa
Aa

ბიუროკრატიული საკითხი - ალთუნაშვილის ავსტრიული დებიუტი გადაიდო

„ვოლფსბერგერის“ ქართველი საყრდენი სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს. CrystalSport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი კვლავ ვიზის მოლოდინშია, რომელიც მას ავსტრიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს.

ამ მიზეზის გამო სანდრომ უკვე გამოტოვა ავსტრიის თასის მატჩი, ახლა კი „ვოლფსბერგერს“ ბუნდესლიგის პირველ ტურში ვერ დაეხმარება. „ვოლფსბერგერი“ მეორე ტურის მატჩს სტუმრად კლაგენფურტის „აუსტრიასთან“ 5 აგვისტოს გამართავს. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრამდე 26 წლის ფეხბურთელი ვიზას მიიღებს. 

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ბათუმის „დინამომ“ სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიულ კლუბში 200 000 ევროდ გაყიდა. მოსამზადებელ ეტაპზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სანდროს შესახებ Sky Sport Austria-მ შემდეგი დაწერა:

„არის შანსი, მოახლოებულ სეზონში, ალთუნაშვილმა ავსტრიაზე დიდი გავლენა მოახდინოს და მისი ტრანსფერი სეზონის საუკეთესო გარიგებად იქცეს. მანფრედ შმიდმა ნახევარმცველზე, რომელიც ტექნიკურად ძალიან ძლიერია და ბურთს არ კარგავს, აღტაცებით ისაუბრა და შესაძლოა, ალთუნაშვილი ქულების სტაბილურად მომპოვებელი ფეხბურთელი გახდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები