კილიან მბაპე
Aa
Aa

რეალი და პარი სენ-ჟერმენი შეთანხმდნენ | მბაპეს სანაცვლოდ 230 მილიონს იხდიან

კილიან მბაპეს სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. „რეალთან“ დაახლოებული ესპანელი ჟურნალისტების, რამონ ალვარეს დე მონისა და ტომას გონსალეს-მარტინის ცნობით, ფრანგი სუპერვარსკვლავი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამ ზაფხულს გადავა.

რამონ ალვარეს დე მონის მიხედვით, მადრიდულ გრანდს „პარი სენ-ჟერმენთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს და მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. „ბლანკოსი“ მის სანაცვლოდ 230 მილიონ ევროს გადაიხდის და „პარი სენ-ჟერმენი“ ამ თანხის ნაწილს მბაპეს ბონუსის დასაფარად გამოიყენებს.

ტომას გონსალეს-მარტინი აცხადებს, რომ ტრანსფერი ძალიან ახლოსაა. მართალია, კილიანი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება, მაგრამ „რეალს“ ტრანსფერი მაინც „იაფი“ დაუჯდება, რადგან მბაპეს გადასვლა კლუბს ძალიან დიდ შემოსავალს მოუტანს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი განაცხადა. მისი საკუთარ რიგებში ხილვა „ალ-ჰილალს“ სურდა და კლუბის დელეგაცია პარიზშიც იმყოფებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!“ | დინამო ბათუმის ფან-კლუბის განცხადება
„პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!“ | დინამო ბათუმის ფან-კლუბის განცხადება