ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

უნგრეთის მასტერსი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

4-6 აგვისტოს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსი გაიმართება, რომელზეც ქართველ ფალავნებსაც ვიხილავთ. საქართველოს ნაკრები მაგარი შემადგენლობით იასპარეზებს და ჩვენი ქვეყნის ღირსებას 17 ჯუდოკა დაიცავს, 15 ვაჟი, 2 გოგონა.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე იბრძოლებენ. -66-ში ერთი ჯუდოკათი ვიქნებით წარმოდგენილი - ვაჟა მარგველაშვილი. -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილსა და გიორგი ტერაშვილს ვიხილავთ.

-81 კილოგრამში ოქროს მედლის მოპოვების შანსი ტატო გრიგალაშვილს ექნება. -90 კილოგრამში ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ, -100-ში - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე, +100-ში კი გურამ თუშიშვილს, გელა ზაალიშვილს და საბა ინანეიშვილს ვიხილავთ. გოგონებს რაც შეეხებათ, -57-ში ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს, +78-ში - სოფიო სომხიშვილი.

ცნობისთვის, უნგრეთის მასტერსზე 57 ქვეყნის 431 ჯუდოკა მიიღებს მონაწილეობას. მათგან 223 ვაჟია, 208 გოგონა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუთხურები, ჯარიმები და პენალტებიც? | რუდი გარსია კვარას ნდობას უცხადებს
კუთხურები, ჯარიმები და პენალტებიც? | რუდი გარსია კვარას ნდობას უცხადებს