ჯერარდი:
Aa
Aa

ჯერარდი: "ასეთი რამ "ბარსას" და "რეალსაც" კი არ გაუკეთებიათ"

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" თავის ახალ მოედან "ვანდა მეტროპოლიტანოზე" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ლონდონის "ჩელსისთან" 1-2 დამარცხდა.

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა BT Sport-თან ხსენებულ მატჩზე ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრაში ვნახე, თუ როგორ დაშალა "ჩელსიმ" "ატლეტიკოს" დაცვა ნაკუწებად. აქამდე არ მინახავს, რომ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ვინმეს ასე ეთამაშოს. ასეთი რამ "ბარსას" და "რეალსაც" კი არ გაუკეთებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოში საუკეთესოებად ითვლებიან. ეს შთამბეჭდავი თამაში იყო".

ამ გამარჯვების შემდეგ, "ჩელსი" A ჯგუფს სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა. მათ ანგარიშზე 6 ქულა და 8 გატანილი გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები