ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტი ილიაზე: „ვერ დააფინიშა მებრძოლი, რომელიც სადაცაა კარიერას დაასრულებს“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი გულშემატკივრებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბუნებრივია, „ბედის“ ილია თოფურიას შესახებაც ჰკითხეს და იგი „ელ მატადორის“ ბოლო ბრძოლას გამოეხმაურა, რომელიც ქართველმა ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართა.

„ილიამ ჯოშ ემეტთან წლის საუკეთესო გამოსვლა აჩვენა? კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ რა წლის საუკეთესო გამოსვლაზეა საუბარი. თოფურიამ ვერ დააფინიშა მებრძოლი, რომელიც სადაცაა კარიერას დაასრულებს. ჯოშ ემეტი 38 თუ 39 წლისაა და თუ თვლით, რომ ილიამ ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა, თქვენი ნებაა, მაგრამ ემეტის დაფინიშება ძილშიც შემიძლია.

ვის წინააღმდეგ მინდა ჩხუბი, როცა დავბრუნდები? მეტ ფრევოლა კარგი კანდიდატია. ვნახოთ, რა მოხდება და სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას The Ultimate fighter-ში თოფურიასთან ერთად. ეს ძალიან სასაცილო და საინტერესო იქნებოდა“.

ცნობისთვის, The Ultimate Fighter-ში მონაწილეობას MMA-ის პროფესიონალი მებრძოლები იღებენ, რომლებიც ლას-ვეგასში ერთად ცხოვრობენ და UFC-ის კონტრაქტისთვის იბრძვიან. ისინი ორ გუნდში არიან გადანაწილებული და თითოეულ გუნდს მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელთა დაპირისპირებაც სატელევიზიო შოუს ფინალური ჩხუბია. The Ultimate Fighter-ში ისეთი ლეგენდარული მებრძოლები გამოჩენილან, როგორებიც ჩაკ ლიდელი, ტიტო ორტისი, ფორესტ გრიფინი, დენ ჰენდერსონი, მაიკლ ბისპინგი, ჟორჟ სენ-პიერი, დომინიკ კრუზი, რონდა როუზი და ამანდა ნუნიესი არიან. პიმბლეტს სურს, ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი თავად იყოს, მეორესი კი - ილია. აღნიშნული სატელევიზიო შოუ ESPN-ზე გადის და მიმდინარე სეზონში, მთავარი მწვრთნელები კონორ მაკგრეგორი და მაიკლ ჩენდლერი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსეთიდან საქართველოში - სულაქველიძე სამგურალში ითამაშებს
რუსეთიდან საქართველოში - სულაქველიძე სამგურალში ითამაშებს