ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ენრიკო ფედელე, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

ფედელე კვარაზე: „ოპონენტებმა გალიაში ჩაამწყვდიეს“

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ რადიო Tmw-ის ეთერში „ნაპოლის“ ახალ პროექტზე და გუნდში ფეხბურთელების როლზე ისაუბრა.

რას ამბობს ფედელე:

ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განვასხვავებდი ერთმანეთისგან გადამწყვეტ და მნიშვნელოვან მოთამაშეებს. მაგალითად, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არის ლობოტკა, მაგრამ გუნდში მისი შეცვლა შესაძლებელია, თუმცა, ეს მატჩების მიმდინარეობაზეცაა დამოკიდებული. გადამწყვეტი მოთამაშეები არიან ოსიმენი და კვარაცხელია. ოსიმენის გარეშე „ნაპოლი“ სხვა გუნდია, კვარაცხელია კი არაპროგნოზირებადია. გასული სეზონის მეორე ნახევარში ოპონენტებმა თითქოს გაიცნეს და გალიაში ჩაამწყვდიეს. მაგრამ მეორეს მხრივ, ის ნეაპოლის ცხოველია, რომელმაც კვლავ უნდა აიწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ივლისში და აგვისტოს პირველ ნახევარში რუდი გარსიას გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 19 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ლაციომ მიქაუტაძეს დაუმიზნა
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ლაციომ მიქაუტაძეს დაუმიზნა