მეცი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

ბოლონიმ ორი დღე ითხოვა - მეცში ჩაკვეტაძის ტრანსფერი ფერხდება?

ბოლო საათებში, ფრანგულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ლიგა 1-ში ახლადდაწინაურებული „მეცი“ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატებით არის დაინტერესებული.

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლასლო ბოლონის გუნდი ჩაკვეტაძის 1-წლიანი იჯარის წესით დამატებას აპირებს, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. ცნობილია სატრანსფერო ღირებულებაც - „მეცის“ ხელმძღვანელებს სურთ, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი „გენტიდან“ 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდონ.

ცოტა ხნის წინ, ტავოლიერიმ გიორგის ტრანსფერზე განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. ფრანგი ჟურნალისტი წერს, რომ „მეცს“ ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ ხელმძღვანელებს პროცესების ორი დღით გადადება სთხოვა. ბოლონის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტავოლიერი აღნიშნავს, რომ თუ ქართველი ფეხბურთელის ლოდინი გაჭიანურდება, არის შანსი, რომ ჩაკვეტაძემ ტრანსფერზე უარი თქვას.

ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებით მხოლოდ „მეცი“ არ არის დაინტერესებული. თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება „ტრაბზონსპორიც“ არის დაინტერესებული, რომელიც მზად არის ბელგიურ კლუბს 5 მილიონი ევროც გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გასულ სეზონში იჯარის წესით ბრატისლავის სლოვანში გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქვე, გეტყვით, რომ „მეცის“ ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძეც იცავს, თუმცა, დიდი შანსია, რომ ქართველმა შემტევმა გუნდი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შახტარის ფილოსოფიას არ შეესაბამებოდა“ - უცნობი ამბავი ხვიჩაზე
„შახტარის ფილოსოფიას არ შეესაბამებოდა“ - უცნობი ამბავი ხვიჩაზე