თბილისის დინამო
Aa
Aa

თბილისის დინამომ ორი ლეგიონერი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ ევროტურნირების წინ ორი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს კოტ-დ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი შეუერთდნენ.

სანგარე საფეხბურთო აკადემია „რაით თუ დრიმის“ აღზრდილია. თამაშობდა დანიური „ნორდსიელანდის“ ასაკობრივ და ძირითად გუნდებში, კაუნასის „ჟალგირისში“ და ასევე დანიურ „ნესტვედში“, ბოლოს კი სლოვაკური „პოდბრეზოვას“ ღირსებას იცავდა. კოტ-დ’იუვარიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2+2 წლიანი ფორმატით გაფორმდა.

რაც შეეხება იოზეფ იენჯოკს, კამერუნელი საყრდენი ადგილობრივი „უნიონ დუალას“ აღზრდილია და იმავე კლუბში გამოდიოდა. კონტრაქტი მასთანაც 2+2 ფორმატიღ გაფორმდა. იენჯოკს კამერუნის 20 და 23 წლამდე ნაკრებში სამ-სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 12 ივლისს ყაზახეთში გაიმართება, საპასუხი შეხვედრა კი 19 ივლისს, „დინამო არენაზე“ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვსურდა, იშვიათი გამოცდილება მიგვეღო“ - ტრაფორდმა საქართველოზე ისაუბრა
„გვსურდა, იშვიათი გამოცდილება მიგვეღო“ - ტრაფორდმა საქართველოზე ისაუბრა