აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

„სპალეტის გზას წარმატებით გააგრძელებს“ - დე ლაურენტისი გარსიაზე

ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დღეს ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს 2023/24 წლების სეზონისთვის გუნდის ახალი მაისურები წარუდგინა. პრეზენტაციის დროს, დე ლაურენტისმა „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სპალეტის დაწყებული გზის წარმატებით გაგრძელება შეუძლია.

რა თქვა დე ლაურენტისმა:

იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში კარგად ვითამაშებთ. დავიქირავე შესანიშნავი მწვრთნელი, რომელსაც აქვს კარგი კონცეფცია. მას შეუძლია სპალეტის მიერ დაწყებული გზის წარმატებით გაგრძელება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

თავის დროზე, როდესაც მარადონა გუნდიდან წავიდა, რაიმე ტიტულის მოგება წარმოუდგენელი ჩანდა. მაგრამ უნიკალური მოდელის წყალობით, რომლეცი მდგრადობასა და უმაღლესი დონის სკაუტინგზეა დაფუძნებული, ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი. მადლობას ვუხდი მიკელს, ჩვენი საკუტინგის ხელმძღვანელს, ან გამარჯვებული მოდელის შექმნისთვის. ზედიზედ 15 წელია ის ჩვენთან მუშაობს და არამხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. რუდი გარსიას გაწვრთნილი გუნდი ივლისსა და აგვისტოში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. აქვე გეტყვით, რომ ნეაპოლიტანური გუნდი სერია A-ში პირველ მატჩს 20 აგვისტოს, სტუმრად „ფროზინონეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოში ძალიან ცოტა სკაუტი ჩადის“ | კარასკო კვარაზე და ქართველ ფეხბურთელებზე
„საქართველოში ძალიან ცოტა სკაუტი ჩადის“ | კარასკო კვარაზე და ქართველ ფეხბურთელებზე