გიორგი წიტაიშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

CBS Sport: წიტაიშვილი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა. ლი ქარსლის გუნდმა ბათუმში, ესპანეთს 1:0 მოუგო. ფინალის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა CBS Sport-მა ტურნირის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი მოხვდა.

შემადგენლობა:

პერეცი, ჰარვუდ-ბელისი, ქოლვილი, იაბერი, მირანდა, სმიტ-როუ, სუდაკოვი, გომესი, წიტაიშვილი, აბელ რუისი, ამდუნი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. სტატისტიკას, რომ თავი დავანებოთ, „წიტა“ 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით