ადილ რამი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს
Aa
Aa

ადილ რამი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს

„სევილიას“ ოფიციალური საიტის განცხადებით, კლუბმა შეთანხმებას მიაღწია "მილანთან" ადილ რამის თაობაზე და ფეხბურთელი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, „ანდალუსიური“ კლუბის მაისურით იასპარეზებს. მოლაპარაკებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

მომავალ კვირას ფრანგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. „მილანი“ ტრანსფერში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

„გადავწყვიტე მივიღო ახალი გამოწვევა. ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გავივლი და „სევილიას“ ფეხბურთელი ოფიციალურად გავხდები. მადლობას ვუხდი „მილანს“ ყველაფრისთვის და წარმატებებს გისურვებთ“ - დაწერა ადილ რამიმ საკუთარ „Twitter“-ზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები