ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები, 17-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, ლუკა ლომაშვილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი | უმცროსი ძალოსნების კიდევ ორი მედალი მოლდოვიდან

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე -61 კგ. წონით კატეგორიაში 17-წლამდე ძალოსნებს შორის დღეს ლუკა ლომაშვილმა იასპარეზა, რომელმაც საქართველოს დელეგაციას ორი მედალი შემატა.

ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში 101 და 108 კილოგრამები დაძლია, რითაც მე-5 ადგილი დაიკავა.

აკვრაში ლომაშვილმა 128 და 131 კილოგრამები დააფიქსირა, რაც საპრიზო ადგილზე გასვლისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ამ კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი 239 კგ. დააგროვა და აქაც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15-წლამდე ძალოსნებს შორის საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი დიმიტრი აბრალავა გახდა, რომელმაც ჩვენი დელეგაციას 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლიმპიური დელეგაცია ევროპული თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა
ოლიმპიური დელეგაცია ევროპული თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა