ინტერი, კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი, მარსელო ბროზოვიჩი
Aa
Aa

რონალდუსთან ითამაშებს - ბროზოვიჩი ალ ნასრის ფეხბურთელია

მარსელო ბროზოვიჩის საკითხი დასრულდა. ხორვატი ნახევარმცველი „ალ ნასრის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ცნობილი ხდება ბროზოვიჩის კონტრაქტის დეტალები. მარსელომ არაბულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ტრანსფერი კი „ალ ნასრის“ 18 მილიონი ევრო დაუჯდა. აბსოლუტურად ყველა დეტალი შეთანხმებულია და გუნდები ოფიციალურ განცხადებას სულ მალე გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ნახევარმცველის გადაბირებას „ბარსელონა“ ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერისთვის გასახდელი ფული კატალონიურმა გრანდმა ვერ მოიძია. აქედან გამომდინარე ბროზოვიჩმა „ალ ნასრი“ არჩია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ანაზღაურება ექნება მას ახალ კლუბში.

ასევე შეგახსენებთ, ხორვატი ფეხბურთელი „ინტერს“ 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2016 წლიდან დღემდე, ბროზოვიჩმა „ნერაძურის“ მაისური  ყველა ტურნირზე ერთად 330-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიზეზები, რის გამოც ფეხბურთელებს მანჩესტერში ცხოვრება ეზიზღებათ
მიზეზები, რის გამოც ფეხბურთელებს მანჩესტერში ცხოვრება ეზიზღებათ