გიორგი მამარდაშვილი, ანდრე ონანა, ანატოლი ტრუბინი
Aa
Aa

მამარდას მაგივრად ტრუბინი? - უკრაინელი მეკარე ინტერის რადარზე

ბოლო პერიოდის განმავლობაში, უცხოურ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ მილანის „ინტერი“ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით არის დაინტერესებული. ამის მიზეზი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხრიდან გუნდის მთავარი მეკარის, ანდრე ონანას მიმართ გამოჩენილი ინტერესია, კამერუნელის წასვლის შემთხვევაში კი თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, „ნერაძური“ მის მთავარ შემცვლელად ქართველ მეკარეს მოიაზრებს.

თუმცა, დღეს Sky Sports-ის იტალიურმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილანელების რადარზე ახალი ვარიანტი გამოჩნდა - დონეცკის „შახტარის“ 21 წლის კარის დარაჯი, ანატოლი ტრუბინი.

Sky Sports-ი წერს:

ონანას გაყიდვის შემთხვევაში მიღებული თანხით, „ინტერი“ შეეცდება, რომ ინვესტიცია ახალგაზრდა ფეხბურთელებში ჩადოს. ბოლო კვირების განმავლობაში, „ინტერი“ ცდილობდა, რომ ვიკარიოს ტრანსფერი დაეხურა, ფეხბურთელმა „ტოტენჰემში“ გადასვლა არჩია. კლუბის ხელმძღვანელები ონანას გადაწყვეტილებას ელიან, რის გამოც მისი შემცვლელი ჯერ არ შეურჩევიათ. ისინი სხვადასხვა სახელებს აფასებენ. სავარაუდო ვარიანტებს შორის არის ანატოლი ტურბინი, რომელიც 2001 წელს დაიბადა და დონეცკის „შახტარის“ საკუთრებაა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. პატარა ასაკის მიუხედავად, ტრუბინს შეუძლია კარგი ევროპული გამოცდილებით დაიკვეხნოს - ჩემპიონთა ლიგაზე მან 17 თამაში ჩაატარა, ევროპა ლიგაზე კი 8 თამაშის გამართვა მოასწრო.

ტრუბინისადმი ინტერესის მიუხედავად, Sky Sports-ი წერს, რომ „ნერაძურის“ ხელმძღვანელთა სიაში გიორგი მამარდაშვილიც არის და სკაუტები მას აქტიურად აკვირდებიან. სააგენტოს ინფორმაციითვე, „ინტერის“ სიაში კიდევ ერთი მეკარე, ემილ აუდეროა, რომელიც „სამპდორიას“ ღირსებას იცავს და სერია A-ში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 63 შეხვედრა ჩაატარა, 18 მატჩში კი კარის მშრალად შენახვა შეძლო. ამასთან, გასულ სეზონში ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი: ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის
მამარდაშვილი: ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის